ლაინ ჰაუსი

საცხოვრებელი სახლი „ლაინ ჰაუსი“ თბილისის პრესტიჟული უბნების – ვერასა და ვაკეს კვეთაზე, ჟვანიას ქუჩაზე მდებარეობს. „ლაინ ჰაუსი“ არაჩვეულებრივი არჩევანია, თუ თქვენთვის ქალაქის ცენტრთან ახლოს, ერთ-ერთ საუკეთესო უბანში ცხოვრებასთან ერთად გადამწყვეტია მშვიდი გარემო. აქ არც მტვერი, ხმაური და გადატვირთული მოძრაობა შეგაწუხებთ და არც დამღლელი ქაოსი დაგირღვევთ მყუდროებას.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საცხოვრებელ სახლს „ლაინ ჰაუსს“ ბევრი უპირატესობა აქვს, მათ შორის: ადგილმდებარეობა, მცირე ზომის ბინები და სივრცის ოპტიმალური გეგმარება და რაც მთავარია „სიმეტრია“ გაძლევთ შესაძლებლობას, თბილისის პრესტიჟულ უბანში ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ ბინა.

„ლაინ ჰაუსის“  მშენებლობა 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2017 წლის მარტში დასრულდა.

მშენებლობას „კაპიტოლ კონსტრაქშენი“ ახორციელებს. კომპანიის მთავარი პრიორიტეტი შესრულებული სამუშაოების ხარისხია. სამშენებლო პროცესი დადგენილი სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით მიმდინარეობს. მუდმივი მონიტორინგი, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მეთოდოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგია მშენებლობის საიმედოობის გარანტია. სეისმომედეგობის, დრენაჟის, გამძლე მასალებისა და სხვა ტექნიკური თავისებურებების გარდა, თვალშისაცემია ვიზუალური მხარეც. მშენებლობისა და მოპირკეთებისას ყოველ დეტალს უდიდესი ყურადღება ექცევა. შედეგიც შესაბამისია – ტექნიკურად სრულყოფილი შენობა ამავდროულად ესთეტიკური და ყოველმხრივ მოწესრიგებულია.

ამჟამად „კაპიტოლ კონსტრაქშენი“ ახორციელებს დეველოპერული კომპანია „სიმეტრიას“ რამდენიმე პროექტს:

  • მრავალფუნქციური კომპლექსი „მომავლის ლისი“;
  • სასტუმრო „თეთრი ხიდი“ ქ. ქუთაისში.
0
Connecting
Please wait...
გამოგვიგზავნეთ შეკითხვა

ჩვენი ოპერატორი ამჟამად არ არის ონლაინ. გთხოვთ მოგვწეროთ და მაქსიმალურად სწრაფად დაგიკავშირდებით. მადლობა!

* სახელი
* ელ. ფოსტა
* თქვენი შეტყობინება
ონლაინ ჩატი

მოგვწერეთ კითხვა

* სახელი
* ელ. ფოსტა
* შეკითხვა
ონლაინ ჩატი
შეფასება

დაგვიტოვეთ თქვენი მოსაზრება

როგორ შეაფასებდით ჩვენ დახმარებას?